| პროექტის თემა | იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია, იაკობის "დედაენა" |
| სამიზნეჯგუფი | მეოთხე კლასი. 8 მოსწავლე |
| დრო | 7 დღე |
| მნიშვნელობა და აქტუალობა | აქტუალურია იმით, რომ ადამიანის ბიოგრაფია მნიშვნელოვანია მისი შემოქმედების გასაცნობად |
| მზნები და შედეგები | გამოუმუშავდეთ დამოუკიდებლად კვლევა–ძიების, ინფორმაციის მოპოვების,მისი დამუშავების, ჯგუფებთან მუშაობის , საკუთარი აზრის რეალიზების,ფაქტებისა და მოვლენების გაანალიზების უნარი. გაეცნობიან სასწავლო ხასიათის ექსკურსიის მნიშვნელობას და იქიდან საჭირო ინფორმაციის მოძიების ხერხებს. |
| შეფასების საგანი და შედეგები | ინფორმაციის მოძიება, ორგანიზება, ჯგუფებში მუშაობა, რესურსების ფლობა, ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა. |
| რა წინასწარ ცოდნას უნდა ფლობდეს მოსწავლე | მოიპოვონ ინფორმაცია სახელმძღვანელოების საშუალებით, კომპიუტერის საშუალებით, იცოდნენ ფოტოების გადაღება,ექსკურსიიდან საჭირო ინფორმაციის მოპოვება. |
| მასლები და ტექნიკური რესურსები | საჭირო ლიტერატურა, კომპიუტერი, ფოტოაპარატი, ი. გოგებასვილის სახლ–მუზეუმი, ფოტო და საინფორმაციო მასალა. |
| სასწავლო პროექტის გეგმის მსვლელობა | თემის შერჩევა და შესაბამისი შეკითხვების ჩამოყალიბება. ასარჩევი ობიექტი(ვარიანი, ი. გოგებაშვილის სახლ– მუზეუმი) საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება (2 ჯგუფი 4–4 მოსწავლით) ჯგუფებში მოვალეობების გსნაწილება (პირველი ჯგუფი–ბიოგრაფიული ცნობების მოძიება, მეორე ჯგუფი–დედაენის ისტორიაზე ცნობების მოძიება) –(ერთი დღე) აქტივობების განხორციელება: საჭირო ლიტერატურის მოძიება ბიბლიოთეკაში და ინფორმაციის მოგროვება.(ერთი დღე) კომპიუტერის საშუალებით საპროექტო თემასთან დაკავშირებული მასალების და ფოტოების მოძიება (ერთი დღე). ექსკურსია ვარიანში ი. გოგებაშვილის სახლ– მუზეუმში, საჭირო ინფორმაციების მოძიება, ფოტო– მასალის გადაღება(ერთი დღე) მოპოვებული მასალის სისტემაში მოყვანა, ცნობილთან შედარება და შეჯერება, საპრეზენტაციო გეგმის შედგენა (ერთი დღე). პროდუქციის პრეზენტაცია(ერთი დღე). პროექტის შემაჯამებელი შეფასება (მოსწავლეები წარმოადგენენ ანგარიშს, შეფასდებიან რუბრიკის მიხედვით). პროექტის ხელმძღვანელი: ლ. ლომიძე ელ.ფოსტა:lililomidze2011@gmail.com |
lili
воскресенье, 15 мая 2011 г.
"დედაენა"
Подписаться на:
Сообщения (Atom)